დატბორილი ფოთი

ფოთში ძლიერი წვიმის გამო ოთხი ქუჩა დაიტბორა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები. მოსახლეობას გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. მათი თქმით, ყოველი უხვი ნალექის დროს, მსგავსი პრობლემის წინაშე დგებიან. ისინი ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

ხელისუფლების ინფორმაციით, ქუჩების დატბორვა უჩვეულოდ ძლიერმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.