„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 10 მისამართზე ათასამდე ბინის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. მოსახლეობა ბინებს სრულად გარემონტებულს მიიღებს. პროგრამას, რომელიც 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს. პროგრამაზე ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.