ტრაბზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
3-დან 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება კვლავ მძიმეა, ერთს ჩაუტარდა ოპერაცია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 21 ადამინი დაშავდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია ავტობუსის მძღოლი.
შეგახსენებთ, ავარია გამთენიისას მოხდა. მიკროავტობუსს ქართული სანომრე ნიშნით საქართველოს მოქალაქეები გადაჰყვადა.