ვითარება ისრაელში – ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

12:08, 13.10.2023

 როგორია ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა. მათი დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დრომდე იძებნება საქართველოს მოქალაქის შვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ტყვედ არის აყვანილი.

ისრაელში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მეტნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა, აფეთქებები შეინიშნება ისრაელის სამხრეთ ნაწილში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან. გარდა ამისა, ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ისრაელში საქართველოს საელჩოს, იმ შემთხვევაში თუ გადატვირთულობის გამო ვერ დაუკავშირდებიან, აუცილებლად მისწერონ სატელეფონო შეტყობინება.

 

მსგავსი