ავარია ქალაქ პოზნანთან

პოლონეთში, ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოავარიაში სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ავტობუსი, რომლითაც რვა ადამიანი მგზავრობდა, სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.