მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.
კვირეული დაიწყო საქართველოშიც. საკანონმდებლო ცვლილებების და დაფინანსების პროგრამების ზრდის მიუხედავად, აუტისტური სპექტრის მქონე მოქალაქეები მაინც არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ განათლების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების არარსებობაა. ორი წლის წინ დაანონსებული აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელსაც 16 წლამდე აუტიზმის მქონე პირების განათლება-განვითარებაზე უნდა ეზრუნა, დღემდე დაპირებად რჩება.