აუდიტის სამსახურის დასკვნების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 – 18 წლებში აშენებულ სოციალურ საცხოვრებელ სახლებში ხარვეზებია გამოვლენილი. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შესრულებული ან დაუსრულებელი ობიექტები ჩაიბარა, თუმცა დაფინანსება მაინც გასცა.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ყველა შესრულებული სამუშაოს გამოვლენა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებითაც იყო შესაძლებელი, რაც მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ გამოუვლენიათ. შესაბამისად, აუდიტში მიაჩნიათ, რომ სოციალური სახლების მშენებლობისთვის, ზედმეტი საბიუჯეტო სახსრებია დახარჯული, მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველმა პირებმა პროგრამით გათვალისწინებული პროდუქტი სრულად მაინც ვერ მიიღეს.