აუდიტის სამსახური საქართველოს ფოსტის დირექტორის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევებზე საუბრობს.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ფოსტის დირექტორმა საქართველოს ლატარიის კომპანიასთან გააფორმა შეთანხმებები, რომელსაც ორივე კომპანიის მხრიდან ერთი და იგივე ადამიანი აწერს ხელს. საუბარია ფოსტასა და ლატარიის კომპანიას შორის დავალიანებებთან და ქონებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური საქართველოს ფოსტაში გაცემული პრემიების ოდენობასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში კომპანიაში 6 მილიონ 6 ათასი ლარის ოდენობის დანამატები გაიცა.
ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოს ფოსტა კერძო სამართლის იურიდიული პირია და მას დანამატების გაცემის უფლება აქვს. დანამატი კი ჯამში წლის განმავლობაში 1 600 თანამშრომელზეა გაცემული.
რაც შეეხება ლატარიის კომპანიასთან ურთიერთობებს, ჩიკვაძე ამბობს, რომ ლატარიის კომპანიასთან შეთანხმება სასამართლო განჩინების საფუძველზეა დადებული და კანონდარღვევაზე საუბარი ვერ იქნება.