ექიმებს დღეს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ დასჭირდათ შეხსენება, რომ ანტიბიოტიკების ეპოქა შესაძლოა დასრულდეს.
ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკი არ მიიღონ და ვირუსული ინფექციებისგან თავი ვაქცინაციის გზით დაიცვან.
საქართველოში პირველად ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ანტიმიკრობული მედიკამენტების გადაჭარბებული და ხშირად თვითნებური მოხმარება პრობლემად რჩება. და ეს იმ ფონზე, როცა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა წლიდან წლამდე იზრდება.