ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში

რესპირატორული ვირუსების სეზონი გახანგრძლივებულია. მედიკოსები ეპიდემიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ინფორმაციას უზიარებენ. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მიზეზი მოსახლეობაში სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო იმუნიტეტის არქონაა. მისივე თქმით, პიკური პერიოდი გადავლილია და ვირუსების სეზონი აპრილის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.