„ალიანსი პრევენციული ჯანდაცვისთვის“ – სამედიცინო კონფერენცია
100-ზე მეტი გინეკოლოგი, უროლოგი და რეპროდუქტოლოგი – „ალიანსი პრევენციული ჯანდაცვისთვის“ ორგანიზებით თბილისში სამედიცინო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა უროგენიტალური მიკრობიოტა, პრობიოტიკები და ქალის ჯანმრთელობა იყო. ღონისძიებაზე გამომსვლელებმა პრევენციულ მკურნალობასა და ანტიბიოტიკების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.