ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარების პრობლემა

საქართველო მზად არის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს. საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღინიშნა, რომ პრობლემა მსოფლიოში აქტუალურია და სირთულიდან გამომდინარე, მის მოგვარებაზე მუშაობა მულტისექტორულ ფორმატში მიმდინარეობს.