რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

21:55, 13.11.2026

ნოემბრის ბოლოს დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად რეაბილიტირებული ცენტრალური გამზირი ექნება.

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფუძვლის მომზადება, ცალკეულ მონაკვეთებში კი ახალი საფარი იგება. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას, როგორც მერიაში ამბობენ, ის მორგებული იქნება როგორც ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე მოსახერხებელი იქნება კერძო ავტომობილებისთვისაც. თვის ბოლოს დასრულდება შუქნიშნების მონტაჟიც, მოძრაობის ახალი სქემა კი საშობაო სოფლის დახურვის შემდეგ, იანვრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.

 

მსგავსი