კომპენსაციები დევნილებისთვის – სიახლეები პროგრამაში
დევნილებისთვის გათვალისწინებული პროგრამა ამოქმედდა.
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყება. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც პროგრამაში ჩართვას და საცხოვრებელი ფართების ნაცვლად ერთ სულზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღებას დათანხმდნენ. მიმართვიანობა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. პროგრამით სარგებლობის სურვილი 40 000-მდე ადამიანმა გამოთქვა. და ეს მაშინ, როცა პროგრამით 6 000-მდე ადამიანის დაკმაყოფილება იგეგმებოდა. მაღალი მოთხოვნის გამო ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო. 40 000 ადამიანიდან წლის ბოლომდე 11 000 ადამიანის დაკმაყოფილება იგეგმება. თანხების გაცემამდე განაცხადების ავტორების საცხოვრებელ ადგილზე მონიტორინგი ტარდება.