სეზონური ვირუსები

საქართველოში ვირუსების სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია – ამ დროისთვის ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსთან ერთად, კიდევ 11 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. მათგან პროცენტულად ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ A ტიპის ვირუსზე მოდის. რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით ავადობა კვლავ მაღალია ორ წლამდე ბავშვებში, რის გამოც მათი უმეტესობა კლინიკებში ხვდება.

სადღესასწაულო ხალხმრავლობის ფონზე, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდოს, ამიტომ მათი მთავარი რეკომენდაცია კვლავ პირბადის ტარება და სიმპტომების შემთხვევაში, სახლში დარჩენაა.