„ასტანა ბალეტის“ დასი თბილისში

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. თეატრ „ასტანა ბალეტის“ დასმა წარადგინა დადგმა „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“, რომელიც ქორეოგრაფების – აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატიურას აერთიანებს.

თეატრი „ასტანა ბალეტი“ ყაზახეთის წამყვანი თეატრი და ცენტრალური აზიის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. „ასტანა ბალეტი“ თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ეროვნულ მახასიათებლებს აერთიანებს.