აშშ-ში რესტორნებში შესვლა ვაქცინაციის საბუთით შეეძლებათ

ნიუ იორკი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალაქი გახდა, სადაც რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა შიდა სივრცეებში შესვლა ადამიანებს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეეძლებათ.  „დრო მოვიდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა ნიუ იორკის მერმა ბილ დელ ბლასიომ. „როიტერის“ ინფორმაციით, ნიუ იორკის მოსახლეობის 60%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. შეზღუდვის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების ზრდაა.