აშშ-ში, ქალაქ ჰიუსტონთან ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ქალაქ ჰიუსტონთან მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაშავებულია 20 ადამიანი. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აქვთ მიღებული. ორი დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებით.

აფეთქების შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მოგვიანებით, ქიმიური არხის მფლობელმა კომპანიამ განმარტა, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და ქარხნის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების, ისევე როგორც დაშვებული თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.