ამაღლების ქუჩაზე ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

12:18, 16.03.2018

უბედური შემთხვევა თბილისში. ამაღლების ქუჩაზე ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების განცხადებით, ამაღლების ქუჩაზე მდებარე თონეში მომუშავე ორი ქალი უგონო მდგომარეობაში დღეს დილით იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილია, ხოლო მეორე, მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი