აშშ-ს საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 56 ყუთი წიგნი გადასცა. მათი ღირებულება 87 ათასი დოლარია. სხვადასხვა გამოცემის წიგნი და ენის შესასწავლი მაგიდის თამაშების ნაწილი ანგლო-ამერიკულ სამკითველო დარბაზში დარჩება, ნაწილი კი პროექტ #ეკვილიბრიუმის ფარგლებში, სოფლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკას იან კელი და აშშ-ს საელჩოს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ.