აშშ-ის შეერთებული შტატები არ აღიარებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილი განაჩენის ლეგიტიმურობას. ამერიკის მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს დე ფაქტო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, ექიმი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, – წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
ამერიკის მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზეც მიუთითებს, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას.
„ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და ფართო საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ“, – ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.