მოძრაობა „ხალხის ძალას“ განცხადება

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაცია თუ პირდაპირი მოწოდება – „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ. რა იგულისხმება ტექსტში, რომლიც სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს გაეგზავნა. მოძრაობა „ხალხის ძალაში“ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის განცხადებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს საქართვლოს მიმართ უხეშ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. აღნიშნული რეკომენდაციების სახით საელჩომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა. დეპუტატები ფიქრობენ, რომ წერილში კონკრეტული მითითებებია და არაა რეკომენდაციები, რაც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებას და მართვას.