აშშ-ის ელჩის განცხადება

ამერიკის ელჩი ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ რეალობის არასწორად წარმოჩენაა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან იყო მიზანმიმართული ან რევოლუციური სქემა. ვერ ვხედავ ამ მოსაზრების რაიმე ფაქტს ან მტკიცებულებას. – აცხადებს კელი დეგნანი. ელჩი აღნიშნავს, რომ „სამართლიანი არჩევნები“ გამჭვირვალე იყო იმ შეცდომასთან მიმართებით, რომელიც მოხდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დროს. მისი თქმით, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აშშ-ის საელჩოს ნდობით სარგებლობს. კელი დეგნანის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ შეიძლება არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის გაყალბებას უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება ეწოდოს.