მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების საელჩომ. დიპლომატიური უწყება წერს, რომ საელჩო ინფორმაციას სწავლობს.
„ამერიკის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია, ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას, საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- წერია საელჩოს „ფეისბუქ“ პოსტში.