ინფრასტრუქტურის სამინისტრო მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას ახორციელებს.
ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდება. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აჭარბებს. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სივრცეები.