50 000 წლის წინანდელი ნეანდერტალელთა სამოსახლო ცუცხვათის მღვიმოვანში.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულში მუშაობას განაგრძობს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის ცამეტიარუსიან მღვიმოვანში ადამიანთა წინაპრების არსებობის კვალთან ერთად ძეგლისათვის ახალი, უკვე ჰომო საპიენსისთვის დამახასიათებელი ფენებიც იპოვეს.
ეს არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.