გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილ უნიკალურ არტეფაქტებს სპეციალისტები სწავლობენ.
თბილისის ისტორიულ უბანში ნაპოვნი ქვევრები და სხვა ნაკეთობები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშია გადატანილი. სარესტავრაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი კერამიკული ნიმუშები, სავარაუდოდ, მე-16 მე-17 საუკუნეების დროინდელია. წინასწარი ვერსიით, სარდაფი, სადაც ისტორიულ ნივთებს მიაგნეს, საუკუნეების წინ ღვინით მოვაჭრეს ეკუთვნოდა.