ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა, რომელსაც უკვე უწოდეს სენსაციური. აღმოჩენილი სახლები ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულით თარიღდება და საკმაოდ ბევრ საკვლევ მასალას შეიცავს.
რა სახის უნიკალური მასალაა აღმოჩენილი სოფელ ხატავეთში და სად განთავსდება არტეფაქტები, თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.