არქეოლოგიური აღმოჩენა ასპინძაში

არქეოლოგიური აღმოჩენა ასპინძის რაიონის სოფელ ზველში.

რაბათის ნამოსახლარზე, დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი ნაგებობების ნაშთებს მიაკვლიეს, რომელიც მიუთითებს, რომ ტერიტორიაზე ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი ყოფილა. მეცნიერების აზრით, გამოვლენილი დღემდე უცნობი ტიპის ნივთები ახალ წარმოდგენას ქმნის უძველესი მოსახლეობის საქმიანობის შესახებ. რაბათი წარმოადგენს გორა ნამოსახლარს, სადაც ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრე ბრინჯაოს ხანიდან, შუა საუკუნეების ჩათვლით. ასპინძაში  ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, რომელშიც ასევე ყოველწლიურად მონაწილეობენ მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი, ასევე  მოწვეული სპეციალისტები საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან.