გრაკლიანის ნამოსახლარზე მორიგ სიძველეებს მიაგნეს. ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩენილია ორი სხვადასხვა პერიოდის საცხოვრისი, რომელშიც ნივთები თითქმის ხელუხლებლად არის შემორჩენილი.
პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ექსპედიცია გრაკლიანის გორაზე წლებია მუშაობს, თუმცა ახალნაპოვნი ოთახი ერთადერთია, რომლის კონტურებიც მთლიანად იკითხება.
ჩანს ხანძარს გადარჩენილი უნიკალური ნაგებობის კვალიც.
თათია კუჭუხიძე მოგვიყვება, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი წლით ადრე.