არკანზასის შტატში, ერთ-ერთ მაღაზიაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ შტატის პოლიცია ადასტურებს. დაშავებულთა შორის პოლიციის ორი ოფიცერია. დაჭრილია თავდასხმაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაციც, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ის მარტო მოქმედებდა. შემთხვევა ქალაქ ფორდაისში მოხდა. პოლიცია ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე მივიდა და ეჭვმიტანილს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. „სიენენის“ ცნობით, აშშ-ში მიმდინარე წელს მასობრივი სროლის სულ მცირე 234 შემთხვევა მოხდა.