თავდასხმა პოლიციელებზე

პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაზრდილი საპროტესტო აქცია და სახეში ფქვილშეყრილი სამართალდამცველები – 6 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების განხილვა სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურ სივრცეში ინაცვლებს.

ორი დღის წინ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად და საქართველოს ხელისუფლების განცხადებების გასაპროტესტებლად შეკრებილმა აქტივისტებმა ადგილზე აღმართულ რკინის ჯებირებთან განლაგებული პოლიციელების მისამართით ტუალეტის ქაღალდებიც ისროლეს. აქცია-პერფორმანსის პარალელურად იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებებიც.

სამართალდამცავების მიმართ დამამცირებელ ქმედებებზე მკაცრ რეაგირებას აანონსებს შინაგან საქმეთა მინისტრი. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, პოლიციის თანამშრომლების მიმართ მსგავს ქცევაში ოპონენტების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს. ოპოზიციის ნაწილი პოზიციას ძალოვანი უწყების პოლიტიზირებაზე აქცენტირებით იმყარებს.