არჩილ ტატუნაშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან, მისი გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა.
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ოჯახის წევრები და ტატუნაშვილის მეგობრები შეიკრიბნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს სოზარ სუბარმა და ქეთევან ციხელაშვილმა.