თურქეთის პრეზიდენტი კვლავ რეჯეფ ტაიპ ერდოღანია.
ისტორიული არჩევნები მოქმედი ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა. ხმების 99% უკვე დათვლილია – საარჩევნო საბჭომ ერდოღანი გამარჯვებულად გამოაცხადა. საბოლოო შედეგები კი 5 ივლისს გახდება ცნობილი. თურქეთის ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 87%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
რაც შეეხება პარლამენტის ახალ შემადგენლობას, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტიასთან ერთად კიდევ სამი პოლიტიკური გაერთიანება მოხვდა.
გივი ბარამიძე სტამბოლიდან.