თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

თურქეთის დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წევრების ვიზიტი დაიწყო. ანკარის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, ასევე ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ჩავლენ მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ჰათაის პროვინციაში, შეხვდებიან ქართველ მაშველებს, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ.