თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას კვლავ აფერხებს

თურქეთის პრეზიდენტის უარი შვედეთს და გაფრთხილება ფინეთს.

ოფიციალურმა ანკარამ ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი შესაძლოა შვედეთისგან განცალკევებით განიხილოს. ოფიციალურ სტოკჰოლმთან ურთიერთობების გამწვავების შემდეგ თურქეთმა შვედეთთან ალიანსის წევრობაზე მოლაპარაკებებს აჩერებს. მთავარი მიზეზი ანკარის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული 120 ადამიანის გადაცემის საკითხია. ანკარა ფიქრობს, რომ სტოკჰოლმი სამმხრივ შეთანხმებას არ ასრულებს. თურქეთი უნგრეთთან ერთად ნატოს ის ბოლო ორი წევრი ქვეყანაა, რომლებსაც ორი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული ჯერ აქვთ.

ერდოღანის გზავნილს უკვე უპასუხეს ფინეთიდანაც – ოფიციალური ჰელსინკი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზას შვედეთთან ერთად გააგრძელებს.