ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის„ მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. დეკანოიძე ქუთაისის 20 საარჩევნო უბნის გადათვლასა და სპეცუბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ქუთაისის საოლქო კომისიაში უპასუხეს.