ფოთში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე ამომრჩევლებს მადლობას უხდის.
გიგი უგულავა კი, აღნიშნულ შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 23 საჩივარია შესული, თუმცა თავმჯდომარის თქმით, მათი შინაარსი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. თეა აბსარიძე განავრცობს თემას.