პარტია „საქართველოსთვის“ მარტვილის სამაჟორიტარო ოლქის ხმების დათვლის პროცესის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს. როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეკითხვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს ერთადერთი სამაჟორიტარო ოლქია, სადაც მეორე ტურში მონაწილე გახარიას პარტიის კანდიდატებმა ორი ხმით წააგეს. დანარჩენ ოთხ სამაჟორიტარო ოლქში, პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.