„აუცილებელია, სისუსტეებს მიექცეს ყურადღება, ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე საუბრისას განაცხადა. გერმანელი დიპლომატის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული. ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. გერმანიის ელჩმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, აქტიურად იმუშაოს ყველა მუნიციპალიტეტთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.