მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების მონაცემები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.22 პროცენტი, რაც ნიშნავს 61 მანდატს. ამას ემატება 13 მაჟოტარული მანდატი. შედეგად ამ დროისთვის „ოცნებას“ აქვს 74 მანდატი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია – 27.18, – ეს პარლამენტში 35 ადგილს უდრის.
ბაქრაძე-უგულავა-ბოკერია – „ევროპული საქართველო“ – 3.79% – ეს ნიშნავს ხუთ დეპუტატს საკანონდებლო ორგანოში.
საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15 – 4 მანდატი. ამდენივე მანდატი ეკუთვნის „ლელოს“, რომელმაც 3.15 % მიიღო. ასევე ოთხი დეპუტატი ეყოლება პარტიას – „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – პარტიას 3.14% აქვს. ოთხი მანდატი აქვს „გირჩსაც“, რომელმაც 2.89% მიიღო.
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1.33. – ეს ნიშნავს ორ ადგილს პარლამენტში და შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1 % – რაც ერთ მანდატს უდრის.