საკონსტიტუციო ცვლილებები

12:20, 01.12.2021

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის კვლავ დავის საგანია. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია და საარჩევნო ბარიერის ორ პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ცვლილებების მიღება კონკრეტული დათქმებით მოხდება და სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედება და ბარიერის დაწევა რიგგარეშე არჩევნებს არ შეეხება. „ქართული ოცნების“ ამ განცხადებას ოპოზიცია შეთანხმების დარღვევად აფასებს და მმართველ გუნდს მოუწოდებს, მათთან დადებული პირობა არ შეცვალოს.

მსგავსი