საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს რიგით მესამე შეხვედრას მართავს. პროპორციული სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხები – ის ძირითადი თემებია, რაზეც დღეს იმსჯელებენ. ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. განხილვის პროცესში ჩართულია მესამე სექტორიც.

მოამბე