არჩევნები სომხეთში

სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კანონპროექტს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ინიციატორი ნიკოლ ფაშინიანის პარტია „ჩემი ნაბიჯი“ იყო. ცვლილებები სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე პარტიებისა და ბლოკებისთვის ახალი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, პარტიებისთვის წესდება 4%-იანი ბარიერი, ორი პარტიისგან შემდგარი ბლოკისთვის – 8%-იანის. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს დანიშნა.

მოამბე