მსჯელობა საარჩევნო რეფორმაზე

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრის ფარგლებში, რეკომენდაციები მესამე სექტორმა უნდა წარადგინოს. ცვლილებებით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იცვლება, თვითმმართველობის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული იქნება. აკრძალვები იქნება ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებისა და საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხების მიმართულებით. ღია საკითხად რჩება საარჩევნო ბარიერი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სჭირდება. ამის გათვალისწინებით,  “„მოქალაქეები“ და „ქართული ოცნება“ ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისა და კენჭისყრაში მონაწილეობას ურჩევენ.

მოამბე