„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს. კენჭისყრაში სულ 1 339 ადვოკატი მონაწილეობდა, აქედან 1 194 ხმა სწორედ დავით ასათიანმა მიიღო. არჩევნები წელს პირველად, სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინრეგისტრაციით, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს – ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა. ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადურმა კომპანიამ „დელიან ფროჯექთმა“ გაუწია ადმინისტრირება.