საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული ექსცესების და ინციდენტების გარეშე წარიმართა ოზურგეთში. მუნიციპალიტეტში დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება.
მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ადგილზე 13 კანდიდატი იბრძვის. ოზურგეთში დღეს ხუთი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
საკუთარი არჩევანი 5 089 ამომრჩეველს უნდა გაეკეთებინა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დღის განმავლობაში ოზურგეთის საოლქო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა, რომელიც პროცედურული ხასიათისაა.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე საარჩევნო პროცესს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა.