ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. წარდგენილია სანოტო გამოცემები, გრამფირფიტები, კომპოზიტორის სამეცნიერო კვლევები, მის შესახებ გამოცემები ალბომები და წიგნები. დიმიტრი არაყიშვილი აღიარებული არის ეროვნული, პროფესიული მუსიკალური სკოლის ფუძემდებლად. ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, სადაც მან კვალი არ დატოვა. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებაში. 1901-1908 წლებში დიმიტრი არაყიშვილმა ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა.