არასრულწლოვნების საქმეზე საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 8 ივნისს გაიმართება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქმის მასალებს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვენ. დეპუტატების თქმით, საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში იგეგმება ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის და ასევე, საქმის ერთ-ერთი მოწმის მამის და ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის დაბარება.