არასრულწლოვნების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია იწყებს მუშაობას.

17 დეპუტატით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანომ ოფიციალურად დაამტკიცა, ხვალიდან გახმაურებული საქმის მასალებს გამოითხოვს.

კომისიის დამტკიცებამ დღეს პარლამენტში ხმაურიანად ჩაიარა. ერთმანეთს ოპოზიციური პარტიები -„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებს, „ევროპული საქართველო“ კი კომისიაში უმრავლესობით არის წარმოდგენილი.